შს სამინისტრომ ვარკეთილში მომხდარი დანაშაული გახსნა
11:49:16     02-07-2014
როგორც "პრესა.ჯი"-ს უწყებიდან აცნობეს, 45 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის
30 წლის ვარლამ ჩ დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
"შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული ვარლამ ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 17 ივნისს ვარლამ ჩ-მ ვარკეთილის დასახლებაში, გახოკიძის ქუჩაზე, შურისძიების ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, 1969 წელს დაბადებულ გელა ა-ს ბლაგვი საგნით სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გელა ა. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ვარლამ ჩ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შს სამინისტროში.
"პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, შემთხვევა გახოკიძის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილსა და ეჭვმიტანილს შელაპარაკება მოუვიდათ, სიტყვიერი შეურაცხოფა, მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, როს შემდეგაც ბლაგვი საგნით 45 წლის მამაკაცს ადგილობრივმა ელენთა დაუზიანა.