ღუმელში შემწვარი არომატული ბოსტნეული

  06:54:39     02-07-2014

ეს არომატული კერძი არაჩვეულებრივი გარნირია შემწვარ ხორცეულთან, ქათამთან თუ თევზთან. მთავარი ხიბლი ისაა, რომ ნებისმიერი ბოსტნეულის გამოყენება შეგიძლიათ, გემოვნებისა და შესაძლებლობის მიხედვით.

ინგრედიენტები: ბადრიჯანი 2 სტაფილო 2 ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის 2 პამიდორი 1-2 ხახვი 1 დიჟონის მდოგვი, მარცვლოვანი 1 ს.კ ზეითუნის ზეთი მარილი და პილპილი როზმარინი ქონდარი
ბოსტნეული მსხვილად დავჭრათ.  გადავიტანოთ ღუმელის ფორმაში

მდოგვი და ზეთი ერთმანეთს შევურიოთ და მოვასხათ ბოსტნეულს. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შეგვიძლია დავამატოთ რაიმე სუნელი ან არომატული მცენარე - ქონდარი, ორეგანო, როზმარინი და ა.შ.

შევწვათ 200 გრადუსზე 30 წუთით.