ოჯახური ნაყინი

  10:10:54     22-02-2011

მასალა: 500 მლ რძე, 300 მლ ნაღები (33–35 %), 3 კვერცხის გული, 150 გრამი შაქარი, ყავა, შოკოლადი, ხილი – გემოვნებით.

 

რძე ავადუღოთ და გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე. კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად, ათქვეფისას ნელ–ნელა ჩავუმატოთ რძე. დავდგათ ნელ ცეცხლზე და მუდმივად ვურიოთ. შემდეგ მაცივარში შევდგათ 2 საათის განმავლობაში. ნაღები ავთქვიფოთ და დავამატოთ რძეს, განვაგრძოთ თქვეფა. შეგვიძლია დავამატოთ ყავა, შოკოლადი ან ხილი გემოვნებით. მიღებული მასა საყინულეში შევდგათ 3 საათის განმავლობაში, შემდეგ ავურიოთ ერთმანეთში. ეს პროცედურა გავიმეოროთ რამდენჯერმე. 12 საათის შემდეგ ნაყინი მზად იქნება.