ს.ს "პრივატბანკის" ყოფილი თანამშრომელი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს
11:33:59     26-06-2014
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სს ,,პრივატბანკის“ ყოფილი თანამშრომელი, შოთა მარტყოფლიშვილი და მისი თანამონაწილე ვახტანგ ბარათაშვილი დააკავეს.
"გამოძიებით დადგენლია, რომ 2013 წლის დეკემბერში, „პრივატბანკში“ ფინანსურ მენეჯერად მუშაობის პერიოდში, შოთა მარტყოფიშვილი და მისი თანამზრახველი, ვახტანგ ბარათაშვილი მოქალაქეებს ატყუებდნენ, თითქოს „საახალწლო აქციის“ ფარგლებში ბანკი მათ 50-დან 200 ლარამდე თანხას საჩუქრად ჩაურიცხავდა, რისთვისაც საჭირო იყო პირადობის მოწმობის ბანკში წარდგენა.
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ბანკში წარდგენის შემდეგ, მარტყოფიშვილი მოქალაქეთა სახელზე ავსებდა სესხის განაცხადს, მოქალაქეებს კვლავ ატყუებდა, რომ მათ ვერ მიიღეს ეგრედწოდებული „საახალწლო აქციის“ თანხა, ხოლო რეალურად დაზარალებულთა სახელზე დამტკიცებული სესხის თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ პლასტიკური ბარათებიდან ფულის განაღდების გზით.
ამ ეტაპზე დადგენილია ათეულობით მოქალაქის სახელზე დამტკიცებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე",- ნათქცამია განცხადებაში.