კიტრის მწნილი 1 დღეში

  09:34:53     25-06-2014

ინგრედიენტები: კიტრი დაახლოებით 2 კგ მწვანილი აყვავებული კამა გვირგვინიანად, პირშუშხას ფოთოლი, ტარხუნის 2-3 ტოტი, ალუბლისს და მოცხარის რამდენიმე ფოთოლი მარილი 1 სავსე ს.კ 1 ლ წყალზე ნიორი 6-7 კბილი
კიტრი კარგად გავრეცხოთ. თუ ახალი მოკრეფილი არ არის, დავტოვოთ ცივ წყალში 2 საათით. მოვაჭრათ ყუნწები. 
მწვანილი გავრეცხოთ, ნიორი გავარჩიოთ, წყალი ავადუღოთ. 
ქილის ძირში ჩავტკეპნოთ მწვანილების ნაწილი, ნიორი და აკურატულად, მჭიდროდ ჩავალაგოთ კიტრი. დავასხათ მდუღარე წყალი, რომელშიც გახსნილია მარილი. ზემოდან დავალაგოთ დარჩენილი მწვანილი. 
დავტოვოთ მწნილი მეორე საღამომდე - ის უკვე მზად იქნება!

*რეცეპტში ძმარი არ ფიგურირებს.