მესტიის აეროპორტის დაცვის წევრმა თანამშრომელი მოკლა
17:22:32     24-06-2014
მესტიის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით მოკლეს. როგორც "პრესა.ჯი"-ს აცნობეს, ეჭვმიტანილი გარდაცვლილის კოლეგაა. ორივე მათგანი აეროპორტის დაცვაში მუშაობდა.
შემთხვევა, გუშინ, გამთენიისას, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.
თანამშრომლის გარდაცალების ფაქტი "პრესა.ჯი"-ს აეროპორტში დაუდასტურეს.
"დიახ, ვადასტურებთ, რომ მოხდა მკვლელობა. ჩვენი თანამშრომელი მოკლულია, ამბობენ, რომ მისივე კოლეგამ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მკვლელობა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა ინცინდენტის დროს აქ არავინ იმყოფებოდა, რადგან მესტიის აეროპორტი სამი თვეა გაჩარებულია",- უთხრა "პრესა.ჯი"-ს აეროპორტის მენეჯერმა.
მისი თქმით, მოკლული და ეჭვმიტანილი ერთად მუშაობდნენ. აეროპორტის პერსონალისთვის მკვლელობის მიზეზი უცნობია.
მესტიაში მომხდარ ფაქტს შს სამინისტროშიც ადასტურებენ. მათი თქმით დანაშაული გახსნილია ეჭვმიტანილი კი დაკავებული.
"ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს",- განუცხადეს "პრესა.ჯი"-ს უწყებაში.