უნაზესი ცივი დესერტი ყავის არომატით

  07:14:03     24-06-2014

ინგრედიენტები: შესქელებული რძე 200 გ ცივი ყავა 100 მლ ნაღები 35 % 250 გ
ყავა გამოდგება ნებისმიერი, რომელიც მოგწონთ: ხსნადი, გაფილტრული  ან ნალექიანი. ნალექიანის შემთხვევაში ნუ მიაყოლებთ ნალექს. 
მიქსერით ათქვიფეთ შექსელებული რძე და ყავა. ცალკე ათქვიფეთ ცივი ნაღები კრემის კონსისტენციამდე, შემდეგ შეურიეთ ყავიან ნარევს. გადაიტანეთ ფორმებში და გაყინეთ.  სუფრაზე მიტანის წინ მოაფრქვიეთ  ყავა ან კაკაო.