ცივი და მათრობელა სანგრია ესპანეთიდან

  07:09:12     24-06-2014

ინგრედიენტები: წითელი ღვინო 1.2 ლ შაქარი 60 გ ან გემოვნებით 1 ფორთოხლის წვენი ფორთოხალი 2, თხლად დაჭრილი ლიმონი 1, თხლად დაჭრილი დარიჩინი 1 ჯოხი გაზიანი წყალი 200 მლ (შეგიძლიათ გამოტოვოთ) კენკრის მიქსი 150 გ ტაბულა ყველა სახის ხილი დავჭრათ და ჩავყაროთ დიდ გრაფინში, დავამატოთ შაქარი, დარიჩინის ჯოხი, დავასხათ ღვინო. თავზე დავაფაროთ და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათი, უკეთესია მთელი ღამე.  მეორე დღეს ამოვიღოთ დარიჩინი, გავაზავოთ წყლით და მივიტანოთ სუფრასთან ბევრ ყინულთან ერთად.

ზოგიერთი რეცეპტით, წყლის დამატება საჭირო არ არის. ხილი შეგვიძლია დავამატოთ რაც გვინდა, მაგრამ ფორთოხალი და ლიმონი თითქმის ყოველთვის აუცილებელია.