13 წლის ბიჭმა 6 წლის გოგონას და ბიჭის გაუპატიურება სცადა - რას ამბობენ სოფ. საიმედოში...

  13:34:55     23-06-2014

ბაღდათის რაიონის სოფელ საიმედოში, 10 დღის წინ მომხდარ ფაქტზე საუბარს გაურბიან. გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის მოზარდმა 6 წლის გოგონას და ასევე არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურება სცადა. (პრესა.ჯი, არასრულწლოვანთა სახელებს, შეგნებულად არ ასახელებს). „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ბავშვებმა მომხდარის შესახებ მშობლებს უთხრეს.

საიმედოს მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 13 წლის მოზარდი, მამამისთან ქუთაისში გაგზავნეს. მეზობლები პირად საუბრებში ყვებიან, რომ ბავშვი ბებიასთან იზრდებოდა, ბავშვის დედა საზღვარგარეთ იმყოფება, მამა კი ქუთაისში ცხოვრობს.

სამივე მოზარდი თანასკოლელები არიან. ინცინდენტი კი გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მიტოვებულ შენობაში მოხდა. საიმედოში, მომხდარი ფაქტი, „პრესა.ჯი“-ს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლმა, მევლუდ კიკნაველიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია, საქმე მის მცდელობასთან გვაქვს.

„პრესა.ჯი“: რა იცით საიმედოში მომხდარი ფაქტის შესახებ?

-შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა. ბავშვებს შორის იყო რაღაც... მშობლების თხოვნის გათვალისწინებით და გოგონას ასაკის გათვალისწინებით არ მინდა დამატებითი ინფორმაციის გავრცელება. როგორც ამბობენ, ადგილი ჰქონდა გაუპატიურების მცდელობას... მაგრამ ასაკის გათვალისწინებით ამ ბავშვს, არ ეკისება სასჯელი, ის 13 წლისაც არ არის.

-რა რეაგირება ჰქონდათ ბავშვების ოჯახის წევრებს?

-ოჯახმა იმავე დღეს გაიგო, ბავშვები ამობენ რომ თამაშობდნენ მიტოვებულ შენობაში, და შემდეგ მოხდა ის რაც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოდიში ძალიან მეუხერხულება. ოჯახს არ სურს რომ ამ თემას რეზონანსი მოჰყვეს. საუბარია არასრულწლოვნებზე, გესმით ალბათ...

-ჩაუთარდათ თუ არა ბავშვებს ექსპერტიზა...

-კი, გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია.

-რა ბედი ეწია 13 წლის ბიჭს, როგორც ვიცი სოფელი მისი სოფლიდან გაშვების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდა...
-ეს ბავშვი ბებია-ბაბუასთან იზრებოდა, დედა საზღვარგარეთ ჰყავს, მამა ქუთაისში. როგორც ვიცი ბავშვი მამამ წაიყვანა.

„პრესა.ჯი“ ბაღდათის რესურსცენტრს დაუკავშირდა, თუმცა მათ მომხდარის შესახებ საუბარი არ ისურვეს.

„თემის შესახებ მიმართეთ შს სამინისტროს. მომხდარის შესახებ ინფორმაციის დონეზე ვიცი“

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებულად შეიძლება ითქვას, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. „დეტალების გამჟღავნებისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ, რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხება. შემიძლია გითხრათ, რომ შს სამინისტროს ფაქტის შესახებ მოკვლევა დაიწყო“,- აცხადებენ შს სამინისტროში.