აჭარაში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

  01:57:45     19-06-2014

აჭარაში 21 წლის ახალგაზრდას სამართალდამცველები უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ახალშენში მცხოვრები ბექა გოგიტიძის მამის, ოთარ გოგიტიძის განცხადებით, მისმა შვილმა 16 ივნისს სარფის საბაჟო 17:50 საათზე გადმოკვეთა და თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა.

გოგიტიძის თქმით, მისი შვილის შესახებ სანათესაოში არავინ არაფერი იცის და არც ბექა დაკავშირებია ვინმეს. როგორც დაკარგულის მამა აცხადებს, ის უკვე იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის სამმართველოში და სამართალდამცველები საქმის კურსში ჩააყენა.

ოთარ გოგიტიძის ოჯახი ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ახალშენში გასული წლის 7 აგვისტოს დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახის მეზობლად ცხოვრობს, რომლის პოვნაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა.