ბერლინალეს გამარჯვებული ირანული ფილმი გახდა
10:39:02     21-02-2011
ბერლინალეს საერთაშორისო კონოფესტივალზე, მთავარი პრიზი – “ოქროს დათვი” ირანულმა ოჯახურ-რელიგიურ-პოლიტიკურმა დრამამ “ნადერი და სიმინი, განქორწინება” მოიპოვა. ფილმის რეჟისორი ასგარ ფარჰადია. ამას გარდა, კინოსურათში მონაწილე მსახიობებმა, იმავე ფესტივალზე, სხვა ჯილდოებიც დაიმსახურეს, მათ შორის “ვერცხლის დათვი,” როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ბერლინალეზე ქართული გვარის რეჟისორი, ალექსანდრა მინდაძეც იღებდა მონაწილეობას. სამწუხაროდ, მისი ფილმი წელს ჯილდოების გარეშე დარჩა.
ბერლინალეს საერთაშორისო კონოფესტივალი 1951 წლის 6 ივნისს დაარსდა. მისი დამფუძნებლები მეორე მსოფლიო ომის მეკავშირეები – აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გახდნენ...
კინოფესტივალი “საავტორო კინოზეა” ორიენტირებული. მის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს როგორც მსხვილმეტრაჟიანი მხატვრული, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომლებიც ფესტივალამდე სულ რაღაც 12 თვეში იქმნება, სპეციალურად კონკურსისათვის.
ბერლინალეს ფარგლებში მუშაობს ფესტივალი “პანორამა,” საერთაშორისო ვიდეოფესტივალი, საბავშვო ფილმების ფესტივალი, ავანგარდული და არაკომერციული ფილმების ფორუმი და სხვა.
წლების განმავლობაში ბერლინალეს კონოფესტივალზე წარმატება მოიპოვეს: ინგმარ ბერგმანის, მიქელანჯელო ანტონიონის, ჟან-ლუკ გოდარის და სხვათა ფილმებმა. კანის და ვენეციის ფესტივალების შემდეგ, ბერლინალე მსოფლიოში ყველაზე მსხვილ და პრესტიჟულ კინოკონკურსად ითვლება მსოფლიოში.