პიკასოს ნახატის ქვეშ კიდევ ერთი ნამუშევარი აღმოჩნდა

  17:06:30     17-06-2014

პიკასოს ნახატის „ლურჯი ოთახის“ ქვეშ ესპანელი მხატვრის კიდევ ერთი ნამუშევარი აღმოაჩინეს.

რესტავრატორები ჯერ კიდევ 1945 წლის შემდეგ ეჭვობდნენ, რომ ცნობილი ტილოს ქვეშ შესაძლოა სხვა ნახატი ყოფილიყო შესრულებული.

პიკასოს ნამუშევარი პირველად 90-იან წლებში, რენტგენის საშუალებით შეისწავლეს. 2008 წელს ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნული გალერეის მკვლევრებმა "ლურჯი ოთახის" ქვეშ დამალული ნამუშევრის კონტურების ხილვა ინფრაწითელი სხივების გამოყენებით შეძლეს.

გასულ კვირას კი გაუმჯობესებული ტექნოლოგიის საშულებით მთელი ნახატი გამოჩნდა - წვერიანი მამაკაცი, რომელსაც ხელზე სამი ბეჭედი უკეთია.

ტილოზე ასახული მამაკაცის ვინაობის დადგენას ექსპერტები ცდილობენ. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შეთხვევა, როდესაც პიკასოს ნახატის ქვეშ მეორე ნამუშევარს მიაგნეს. მანამდე ანალოგიური შემთხვევა პიკასოს ნახატზე „ქალი უთოთი“ დაფიქსირდა.

liberali.ge