ყველის სუპი
10:38:18     21-02-2011
მასალა: 500 გრამი ქათმის ფილე, 3 მსხვილი კარტოფილი, 2 ცალი სტაფილო, 250 გრამი გამდნარი ყველი, 1 თავი ხახვი, 1 სუფრის კოვზი კარაქი, ბრინჯი, მწვანილი, მარილი – გემოვნებით
თავდაპირველად მოვამზადოთ ბულიონი: ქათმის ფილე გავრეცხოთ, დავფაროთ 4 ლიტრი ცივი წყლით და ნელ ცეცხლზე ვხარშოთ, 25–30 წუთის განმავლობაში. როდესაც ხორცი მოიხარშება, ცალკე გადავიტანოთ. ბულიონი გავწუროთ და ჩავუმატოთ მარილი. სტაფილო გავწმინდოთ და გავხეხოთ საშუალო სახეხზე. ხახვი დავჭრათ. ტაფაზე მოვათავსოთ კარაქი, დავაყაროთ ხახვი და მოვხრაკოთ ოქროსფერ შეფერილობამდე. შემდეგ დავამატოთ სტაფილო და ერთად ვხრაკოთ. ქათმის ფილე დავჭრათ კუბიკებად, კარტოფილი გრძელ ნაჭრებად, მდუღარე ბულიონს დავუმატოთ ბრინჯი, შემდეგ კარტოფილი და მივიყვანოთ ადუღებამდე. სუპს დავამატოთ სტაფილო ხახვით. როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება, დავუმატოთ ყველი და ავურიოთ. მომზადებულ სუპს შეგვიძლია მოვაყაროთ დაჭრილი კამა.