ფარშირებული კვერცხი
05:19:22     17-06-2014
ინგრედიენტები:
კვერცხი
5
მწვანე ხახვი
4 ღერი
მაიონეზი
2 ს.კ
ნიორი
3 კბილი, დანაყილი
მარილი
პილპილი
ხმელი ქონდარი
კვერცხები მოვხარშოთ და შუაზე გავჭრათ. ამოვაცალოთ გულები.
კვერცხის გულები ჩანგლით ან კოვზით გავსრისოთ, დავუმატოთ მარილი, ქონდარი და პილპილი.
მწვანე ხახვი გავრეცხოთ და საწურზე შევაშროთ, შემდეგ წვრილად დავჭრათ.
კვერცხში ავურიოთ მაიონეზი (1 ს.კ. შევინახოთ მოსართავად), მწვანე ხახვი და სანელებლები. გაჭრილი კვერცხი ამ გულსართით დავტენოთ. მოვრთოთ შენახული კვერცხის გულისა და მაიონეზის ნარევით.
რჩევა
იმისათვის, რომ ზემოდან მოსასხმელი საწებელი ლამაზი გამოვიდეს, კვერცხის გულისა და მაიონეზის ნარევს გასათხელებლად ცოტა წყალი შევურიოთ.