შოკოლადის ფუნთუშები სიურპრიზით
10:37:34     21-02-2011
მასალა მცირე პორციისათვის: 70 გრამი კარაქი ან მარგარინი, 60 გრამი შაქარი, 30 გრამი შოკოლადი, 1 სუფრის კოვზი კაკაო, 50 მლ რძე, 100–120 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 1 კვერცხი, თეთრი შოკოლადი (სურვილის მიხედვით).
ქვაბში მოვათავსოთ ცხიმი, შაქარი, შოკოლადი, კაკაო და რძე. მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავახალოთ კვერცხი. დავამატოთ ფქვილი და სოდა. მოვზილოთ ცომი. სპეციალური ფორმა 1/3– მდე ამოვავსოთ ცომით, დავადოთ თეთრი შოკოლადის ნატეხი და დავფაროთ შემდეგ ისევ ცომით. ვაცხოთ 25–30 წუთი, 180 გრადუს ტემპერატურაზე.