ქათმის ფილე არაჟნისა და მდოგვის სოუსში

  07:54:12     16-06-2014

ინგრედიენტები: ქათმის ფილე 400 გ არაჟანი 100 გ დიჟონის მდოგვი 1 ს.კ მარილი და პილპილი წყალი 100 მლ ფქვილი 1 ს.კ
ქათმის ფილე დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. შევწვათ ცხელ ტაფაზე, ცოტა ზეთში. დავამატოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ. ვშუშოთ 1-2 წუთი, შემდეგ დავასხათ მდუღარე წყალი. კარგად მოვურიოთ, რომ ფქვილის კოშტები არ დარჩეს. დავამატოთ არაჟანი და მარცვლოვანი მდოგვი, კარგად ავურიოთ. დავაფაროთ თავსახური და ვშუშოთ რამდენიმე წუთი, სანამ ქატამი არ მომზადდება. თუ სოუსი ცოტა გეჩვენებათ, შეგიძლიათ არაჟანი კიდევ მიამატოთ.
გარნირად მოუმზადეთ პიურე ან ბრინჯი