არქიტექტურული ხელოვნების ნიმუში აფრიკაში
11:39:27     19-02-2011
ბურკინა-ფასოში, ფრანგული კომპანია “Manuelle Gautrand Architecture” – ის წყალობით, ულამაზესი, მორიგი არქიტექტურულ-დიზაინერული სასწაული აშენდება. პროექტი, სახელწოდებით “Tena Tower – Tena Lakes” ამბიციური ნამუშევარია. მთელი კომპლექსი შედგება რიგი, ხელოვნების ნიმუში ხელოვნური ტბებისაგან, რომელთა სანაპიროებზე გაშენდება ულტრათანამედროვე ვილები, შესაბამისი ატრიბუტებით, აუზებით და სპორტული მოედნებით.
მაგრამ ამ არქიტექტურული ნამუშევრის “გული,” როგორც უწოდებენ, კოშკი-სასტუმრო გახდება, რომელიც თავის თავში გააერთიანებს, როგორც ადგილობრივ, ტრადიციულ ფერებს, ისე ბევრ სიახლეს და თავისი სილამაზით გამორჩეულად თვალისმომჭრელი იქნება.
ვინაიდან, ბურკინა-ფასოში მუდმივად მზიანი ამინდია, პროექტის ავტორები აპირებენ აქტიურად დანერგონ მზის ენერგიის გამოყენება კომპლექსის ყველა რთული კომუნიკაციების ასამუშავებლად. სილამაზით გამორჩეული იქნება არა მხოლოდ შენობები, არამედ გარშემო გაშენებული ლანდშაფტიც.
სიმაღლიდან კომპლექსს ფრინველის ბუმბულის ფორმა ექნება, მხარის იმ ჩიტების საპატივსაცემოდ, რომელნიც ადგილობრივ კოლორიტს წარმოადგენენ.
ბურკინა-ფასოსთვის, როგორც მეტად ღარიბი ქვეყნისათვის, შესანიშნავი შესაძლებლობა ჩნდება ინვესტორების მოსაზიდად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. დანარჩენ მსოფლიოს კი, უბრალოდ, შეუძლია მიესალმოს არქიტექტურული შედევრის აშენებას აფრიკაში.