12 საათზე შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

  11:01:05     10-06-2014

12 საათზე შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. ჯერჯერობით არ კონკრეტდება თუ რა თემაზე გააკეთებენ შსს-ში განცხადებას. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიფინგი შესაძლოა გახმაურებულ საქმეებს უკავშირდებოდეს. 

ბოლო საგანგებო ბრიფინგზე შსს-მ გაუჩინარებული რეინჯერის, პაატა ქარდავას საქმის დეტალებზე ისაუბრა და მის მკვლელობაში კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომა შამათავა დაადანაშაულა. შამათავა ბრალდებას უარყოფს. 

თუ რა საკითხზე გაკეთდება შსს-ში მორიგი განცხადება, ამას ოფიციალურად ზუსტად ერთ საათში - 12-ზე შევიტყობთ.