აშშ ტაივანს შეიარაღებაში ეხმარება
11:30:30     19-02-2011
ტაივანი აშშ-თან მოლაპარაკებების გამართვას იწყებს, მოიერიშე თვითმფრინავის, ““F-16 Fighting Falcon” – ის შესყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ “Defense News” იუწყება.
ტაივანის პრეზიდენტის, მა ინცზიუს შეფასებით, მისი ქვეყნის უსაფრთხოებას ჩინეთის სამხედრო აგრესია ემუქრება. წარსულში აშშ-მ, კერძოდ, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ, რამდენჯერმე უარი განუცხადა ტაივანს მოიერიშეებზე შეკვეთის მიღებასთან დაკავშირებით, რადგან ჩინეთთან ურთიერთობების გაფუჭების შეეშინდა.
2011 წელს კი აშშ-ის კონგრესმა მოიწონა ტაივანთან შეიარაღებით ვაჭრობის იდეა და 6,5 მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკაც გამოუყო. შეკვეთის პაკეტში შევიდა: სარაკეტო-საზენიტო დანადგარი Patriot PAC-3 რაკეტებით, ასევე ვერტმფრენი UH-60 Black Hawk და აგრეთვე აღჭურვილობა, რომელიც განკუთვნილია შეკეთებისა და მოიერიშის მოდერნიზაციისათვის. ტაიბეიმ ასევე შეუკვეთა წყალქვეშა ნავებიც.
ჩინეთი, როგორც ცნობილია, ტაივანის დამოუკიდებლობას არ სცნობს. ამ მიზეზით ყოველგვარი იარაღით ვაჭრობა ტაიბეისთან პეკინის უმწვავეს რეაქციებს იწვევს. მას შემდეგ, რაც ტაივანმა ამერიკული შეიარაღება მიიღო, პეკინმა აშშ-სთან სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა შეწყვიტა.
მოგვიანებით, პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა, თუმცა, ბოლო დრომდე მაინც დაძაბულობის მუხტი მაინც შენარჩუნდა.