საქართველოს რეკორდსმენი,ირაკლი რევიშვილი

  15:04:38     09-06-2014

საქართველოს რეკორდსმენი,ირაკლი რევიშვილი გახდა პირველი ქართველი მოცურავე,რომელმაც 2015 წელს რუსეთის ქალაქ ყაზანში გასამართი საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს მე-16 ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა. მან ეს ბელორუსიაში 15 მაისს გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 400 თავისუფალ ყაიდაზე მოახერხა,შედეგით 3:58.86 და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა 200 და 800 მეტრ თავისუფალ ყაიდაში ირაკლი ამჟამად აქტიურად ემზადება აგვისტოში ბერლინში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის