ტირამისუ პორციებით, შოკოლადითა და ალუბლით
22:01:46     04-06-2014
მასალა:
• 2 კვერცხი;
• 50 გრ შაქარი;
• 250 გრ მასკარპონე;
• 150 გრ ორცხობილა "სავოიარდი";
• 200 მლ ხსანდი ან მოხარშული ყავა;
• 200 გრ ალუბალი (უკურკოდ);
მომზადება:
ეს რეცეპტი ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას, ჯერ ერთი იმიტომ რომ ტირამისუ პორციებად ზადდება და ძალიან მოსახერხებელია მისი ასეთი სახით მირთმევა, მეორე კი ის მზადდება ალუბლით, რაც განუმეორებელ არომატს ანიჭებს შოკოლადთან ერთად. შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ალუბალიც თუ სეზონი არაა. გამოყენების წინ გაადნეთ და ზედმეტ სითხეს რომ მოიგდებს კარგად გადაწურეთ, ეს მნიშვნელოვანია. ხოლო ზემოდან მოსაყრელად შოკოლადის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ კაკაო . მითითებული რაოდენობისაგან გამოდის 4 პორცია.
ცილა და გული გავაცალკეოთ. გული გავთქვიფოთ შაქარში.
დავუმატოთ მასკარპონე (მდნარი ყველი) და კარგად ავურიოთ.
ცილა ავთქვიფოთ მაგრად.
დავუმატოთ ათქვეფილი ცილა გულის მასას, ფრთხილად ავურიოთ.
დესერტის სპეციალურ ჭურჭელში ჩავასხათ მიღებული კრემი. ამ კრემზე შემოვაწყოთ ალუბალი.
ორცხობილის ჯოხები (ან ჩვენით გამომცხვარი ბისკვიტები) ამოვავლოთ ცივ ყავაში სწრაფად.
სურვილის მიხედვით ყავას შეგვიძლია დავუმატოთ ცოტაოდენი რომი, ლიქორი ან კონიაკი.
ალუბალზე შემოვალაგოთ ორცხობილა. ზემოდან მოვასხათ დარჩენილი კრემი.
შოკოლადი გავხეხოთ სახეხზე. შოკოლადი მოაყაროთ კრემს მაღლიდან.
შევდგათ მაცივარში 5 -6 საათით .
იმ შემთხვევაშ თუ ორცხობილა ვერ ვიშოვეთ, მაშნ შეგიძლიათ ქვემოთ მოყვანილი რეცეპტით გამოაცხოთ ბისკვიტები და ისინი მოიხმაროთ ტირამისუსთვის.
გემრიელად მიირთვით!
ბისკვიტი ორცხობილის ნაცვლად
მასალა:
2 კვერცხი;
50გრ შაქარი;
1 შეკვრა ვანილის ფხვნილი,
50გრ თეთრი ფქვილი,
30გრ კარტოფილის ფქვილი (კრახმალი),
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი ან ნახევარი ჩაის კოვზი სოდა ძმრით.
მომზადება:
კვერცხი, შაქარი, ვანილის ფხვნილი 1 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ მიქსერის მაღალ სიჩქარეზე. ფქვილი, კრახმალი და გამაფხვიერებელიავურიოთ კარგად ერთმანეთში და შევურუიოთ შემდეგ კვერცხიან მასას ძალიან ნაზად. საკონდიტრი შპრიცში ჩავასხათ ეს მასა და გახურებულ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრი ჟარონაზე დავასხათ მოგრძო ფორმებად (იხ. სურათზე). შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში და გამოვაცხოთ 10-12 წუთის განმავობაში. შემდეგ გამოვიღოთ და ძალიან ფრთხილად გადავიტანოთ სეტკაზე სადაც ვაცდით კარგად გაგრილებას.
ეს ბისკვიტები შეუდარებელი შემცვლელია, თუ თქვენ სახლში ზემოთ აღნიშნული ორცხობილა არ გაქვთ ტირამისუს მოსამზადებლად.