ტარტალეტი ქოქოსის კრემით
04:05:16     03-06-2014
ცომისთვის უნდა დავადნოთ 250 გრამი
მარგარინი და დავასხათ 3 ს/კ შაქარსა და 2 ჩ/ჭ. ფქვილს. დავუმატოთ 2 ს/კ.
მაიონეზი და 1 ჩ/ჭ. ფქვილში გახსნილი 1 ჩ/კ. სოდა ან ერთი პაკეტი
გამაფხვიერებელი ფხვნილი, ცოტა ვანილი და სპეციალურ ფორმებში გამოვაცხოთ.
კრემის მოსამზადებლად უნდა ავიღოთ 1 ჭიქა ქოქოსის ფანტელი, დავასხათ 1 ლიტრი წყალი და ვხარშოთ მანამ, სანამ სითხე ბლანტი არ გახდება, შემდეგ გადავწუროთ კარგად. 3 ჭიქა ქოქოსის ნახარშს დავუმატოთ 2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა ფქვილი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში, მთლიან, ერთიან მასად უნდა გადაიქცეს. შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და თან ვურიოთ. რომ წამოდუღდება, კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში ვშუშოთ და ვურიოთ, რომ არ მიიწვას. გავთქვიფოთ 200 გრ. კარაქი და შევურიოთ გაციებული ქოქოსის კრემი, დავუმატოთ ცოტა ლიქიორი. გამომცხვარ ტარტალეტებში ჩავდოთ რაიმე ჯემი, შემდეგ დავასხათ კრემი და მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი.
მზა ნამცხვარი შეგვიძლია მოვრთოთ სეზონური ხილით.