რუსთაველზე ოთხ აფრიკელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
23:38:50     02-06-2014
სააგენტო "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, რუსეთაველის გამზირზე ოთხ აფრიკელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სააგენტო ექსკლუზიურ ფოტოებსაც ავრცელებს.
სიტყვიერი შელაპარაკება ქართველებსა და აფრიკელებს შორის, სავარაუდოდ, მოხდა. სააგენტის კორესპონდენტის ინფორმაციით, აფრიკელებს თან ოთხი ქართველი ქალბატონი ახლდა.
„საქართველოში რა გინდათ თქვენი … მოშორდით აქედან, აქ თქვენი ადგილი არ არის“,-მიმართავდნენ ქართველები აფრიკელებს. აღნიშნულ გამონათქვამებს აფრიკელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა, რის შემდეგადაც ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტში მხარეებს შორის დაპირისპირების განმუხტვას რამდენიმე მოქალაქე შეეცადა და ადგილიდან აფრიკელების გაყვანა მოხერხდა.
ადგილზე პოლიცია მომხდარიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდა და ინციდენტში მონაწილე პირები ადგილიდან გაარიდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა. გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.