ბრიტანელებმა „ფლეიბოის“ მოდელს ოპერა მიუძღვნეს

  12:41:24     18-02-2011

ლონდონურ „კონვერტ–გარდენზე“ ოპერის პრემიერა შედგა, რომელიც „ფლეიბოის“ ცნობილ მოდელ , ანა ნიკოლ სმიტს ეძღვნება. მთავარი როლი ჰოლანდიელმა ევა–მარია ვესტბრუკმა შეასრულა.

 

მთავარი როლის შემსრულებლის ლიბრეტოს ავტორი რიჩარდ თომასია, მუსიკა კი მარკ–ენტონი თერნეიჯმა დაწერა. თომასი და თერნეიჯი 2003 წელსაც ერთად მუშაობდნენ პოპულარული ამერიკული თოქ შოუს წამყვანის, ჯერი სპრინგერისადმი მიძღვნილ ოპერაზე.

 

როგორც ცნობილია, ანა ნიკოლ სმიტი 2007 წლის თებერვალში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალებაში ექიმები დაადანაშაულეს, რომელთაც ანა ნიკოლ სმიტს შეუსაბამო წამლები გამოუწერეს. მოდელისადმი მიძღვნილმა ოპერამ მსმენელების დიდი მოწონება დაიმსახურა.