ქათმის უგემრიელესი მწვადი

  03:21:09     02-06-2014

ინგრედიენტები: ქათმის ფილე 500 გ მაწონი 100 გ ზეითუნის ზეთი 1 ს.კ ნივრის კბილი 2 ქონდარი 1 ღერი, წვრილად დაჭრილი მარილი და პილპილი 1/2 ლიმონის წვენი და ცედრა თაფლი 1 ჩ.კ
ამ მწვადის მომზადება ინდაურის ფილეთიც შეიძლება.
დიდ თასში შევურიოთ ყველა ინგრედიენტი მარინადისთვის.
ქათმის ფილე გავრეცხოთ, შევამშრალოთ და ჩავდოთ მარინადში 12 საათით.

ხორცს მოვაცილოთ მარინადის ნარჩენები, დავჭრათ და წამოვაცვათ ხის ჩხირებზე. შევწვათ ზეთიან ტაფაზე ყველა მხრიდან, საშუალო ცეცხლზე ან 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში