ცოტა რამ მწვანე ყავის შესახებ

  03:06:04     02-06-2014

ბოლო წლებია, მწვანე ყავა მთელ მსოფლიოში პოპულარულ გასახდომ საშუალებად იქცა. გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, იგი შინაგან ორგანოებზეც დადებით გავლენას ახდენს. მაგრამ, ყველა პროდუქტს, მათ შორის მწვანე ყავასაც, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღევანდელ სტატიაში.

მწვანე ყავის ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი თვისება ისაა, რომ მადას აქვეითებს, ეს კი, შესაბამისად, წონის კლებას იწვევს.

მწვანე ყავა რძესთან ერთად კარგი საშუალებაა ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. გარდა ამისა, შესანიშნავი სტიმულატორია თავის ტვინისთვის, ორგანიზმს ენერგიით ავსებს და ფიზიკურ აქტივობას ზრდის.

მწვანე ყავის მარცვლებისგან მიღებული ზეთი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, დაბერების საწინააღმდეგო საშუალებებში. იგი ააქტიურებს თმის ზრდას, ამაგრებს ფრჩხილებს, შველის აკნეს. ფართოდ გამოიყენება ცელულიტის საწინააღმდეგო კრემებში - კოფეინი ხომ მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც "ფორთოხლის კანის" მტერი.

მწვანე ყავა შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. მოუხალავი მარცვლებისგან მომზადებული სასმლის მიღება ორგანიზმს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება, პერისტალტიკას აძლიერებს. თუ ასეთ ყავას რძეს და შაქარს დავამატებთ, მისი აღმგზნები თვისებები შერბილდება.

ამდენი პლუსის მიუხედავად, მწვანე ყავა ყველასთვის არ არის რეკომენდირებული . მას უნდა მოერიდონ ჰიპერტონიკები, ასევე უკუნაჩვენებია გლაუკომით დაავადებულთათვის, რადგან ზრდის თვალის შიდა წნევას.
მწვანე ყავა ნეგატიურად მოქმედებს გასტრიტის დროს, რადგან ზრდის კუჭის მჟავიანობას.

მწვანე ყავის მიღება არ ღირს ძლიერი ემოციური აგზნების დროს. მისი მოქმედება საკმაოდ დიდხანს, დაახლოებით 3-4 საათი გრძელდება და ნერვიულმა ადამიანებმა შესაძლოა ძლიერი დისკომფორტი იგრძნონ.