ჯოან როულინგზე ფილმს იღებენ

  12:38:56     18-02-2011

„ჰარი პოტერის“  შემქმნელ, მწერალ ჯოან როულინგზე ბიოგრაფიულ ფილმს იღებენ. ამის შესახებ, საიტი „Contactmusic“ იტყობინება. კინოსურათის სახელწოდება „Strange Magic“ იქნება. მწერლის როლს ფილმში ავსტრალიელი მსახიობი, პოპი მონტგომერი შეასრულებს. მსახიობი წარსულში ტელეფილმებში და სერიალებში თამაშობდა.

 

ფილმს უკვე ამზადებენ სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე წარსადგენად. კინოსურათის გადაღებები კანადაში იწარმოებს. შემქმნელების თქმით, იქ მოინახა შენობა, რომელიც ძალიან ჰგავს სახლს შოტლანდიაში, კერძოდ, ედინბურგში, სადაც როულინგი ხშირად ატარებდა დროს ჰარი პოტერზე მუშაობისას.

 

მწერლის პირველი წიგნი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ 1997 წელს გამოვიდა. რომანის საწერად მწერალს ექვსი წელი დასჭირდა. როგორც ცნობილია, 1997 წლიდან 2007 წლამდე, ჰარი პოტერის ექვსი ნაწილი გამოქვეყნდა.