ვაკეში დედა-შვილი მე-9 სართულიდან გადმოხტა
18:31:54     31-05-2014
ვაკეში დედა-შვილი ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ქალბატონი გარდაიცვალა, დედა კი საავადმყოფოშია მოთავსებული.
შსს–ს პრესსამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.