
უკრაინა რუსულ გაზზე უარს ამბობს
13:05:28     29-05-2014
უკრაინა არ აპირებს რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვას იმ ფასად რაც რუსეთს სურს - 500$ კუბ.მეტრისთვის. განცხადება ამის შესახებ, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, პიოტრ პოროშენკომ „ნოვაია გაზეტა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„რუსეთს სურს, უკრაინას ბუნებრივი აირი 500$ კუბ.მეტრისთვის ფასად მიჰყიდოს. კარგი ბატონო; მაგრამ უკრაინა არ იყიდის ამ გაზს - მას ასეთი ბუნებრივი აირი არ სჭირდება“, - განაცხადა პოროშენკომ.
იმავე ინტერვიუში, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ისიც დაწვრილებით ახსნა თუ რატომ არ სჭირდება უკრაინას მეტისმეტად გაძვირებული რუსული ბუნებრივი აირი.
„ჯერ ერთი, ჩვენ ვაპირებთ შემოვიტანოთ რევერსული ბუნებრივი აირი. გარდა ამისა, აუცილებლად შევამცირებთ მის მოხმარებას. თან, სასწრაფოდ დავიწყებთ თიხა-ფიქალის გაზის ტექნოლოგიების განვითარებას და ამ ყველაფერთან ერთად, ავაშენებთ თხევადი გაზის ტერმინალს - ამის თაობაზე შეთანხმება ამერიკელებთან უკვე მიღწეულია“, - განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტს არც ზამთრის ანუ ბუნებრივი აირის მოხმარების პერიოდის პრობლემების განმარტება დავიწყებია. მისი თქმით, „ახლა უკრაინას ბუნებრივი აირის რეკორდული მარაგები აქვს. გარდა ამისა, როგორც ვთქვი, შემოდგომიდან დავიწყებთ რევერსული გაზის მიღებას ერთდროულად რამდენიმე ქვეყნიდან: სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან და უნგრეთიდან.
მიაქციეთ ყურადღება, ჩვენ არ ვამბობთ, რომ საერთოდ არ გვჭირდება რუსეთის გაზი, მაგრამ ამ ფასად არ გვინდა. ასე რომ, დავსხდეთ და ნორმალური საბაზრო მიდგომების გათვალისწინებით დავილაპარაკოთ“, - განაცხადა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა.
ინტერვიუში პოროშენკომ საგანგებოდ აღნიშნა, რომ დროა, რუსეთმა ბუნებრივი აირის თემით უკრაინის დაშანტაჟება შეწყვიტოს. აქვე მან იმის პირობაც დადო, რომ მაქსიმუმ ორ წელიწადში