ქაშაყი შვედურად
10:54:46     18-02-2011
მასალა: დამარილებული, დიდი ზომის ქაშაყი – 3 ცალი, არაჟანი, 3 %-იანი ძმარი და წყალი – გემოვნებით, შაქარი – 250 გრამი, შავი პილპილი – 0,5 ჩაის ჭიქა, მიხაკი – 10 ცალი, დაფნის ფოთოლი – 2 ცალი, მწვანე ხახვი – 30 გრამი.
ძმარი და წყალი ავურიოთ, დავამატოთ შაქარი, სანალებლები, ავადუღოთ და გავაცივოთ.
ქაშაყს მოვაშოროთ კანი და დავჭრათ ნაჭრებად. მომზადებული თევზი ჩავდოთ მარინადში და დავტოვოთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. მირთმევამდე მოვასხათ არაჟანი და შევკაზმოთ დაჭრილი მწვანე ხახვით. თაფშზე შეგვიძლია გავაფორმოთ მწვანილითაც.