![ლაშა თაბუკაშვილი: რეზი გაუსწორდა ჭიაბერაშვილს, ის სამართალდამცავებს ჩაბარდება ლაშა თაბუკაშვილი: რეზი გაუსწორდა ჭიაბერაშვილს, ის სამართალდამცავებს ჩაბარდება](http://presa.ge/img/multimedia/a30048.jpg)
ლაშა თაბუკაშვილი: რეზი გაუსწორდა ჭიაბერაშვილს, ის სამართალდამცავებს ჩაბარდება
17:21:57     27-05-2014
მწერალი ლაშა თაბუკაშვილი „პრესა.ჯი“-სთან ადასტურებს ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს ფიზიკურად მისი ვაჟი რეზი თაბუკაშვილი გაუსწორდა.
მწერალი იწრმუნება, რომ რეჟისორ გია მგელაძეს, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ცემაში მოინაწილეობა არ მიუღია.
„პრესა.ჯი“: რა იცით, აბაშიძის 22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით?
ლაშა თაბუკაშვილი: ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, სხვა რა კომენტარი უნდა გავაკეთო?
- თავდამსხმელებად რეჟისორი გიო მგელაძე და თქვენი ვაჟი, რეზი სახელდებიან...
- გიო მგელაძე არაფერ შუაშია, რეზიკოს მოუვიდა ჩხუბი, გიო შიგნით არ ყოფილა. მე ვამტყუნებ ჩემ შვილს, მის საქციელს გამართლება არ აქვს.
- თუ ესაუბრეთ თქვენ შვილს, აპირებს თუ არა, სამართალდამცავებს ჩაბარდეს?
- კი, აპირებს ჩაბარდეს პოლიციას...
- რა იყო დაპირისპირების მიზეზი, იყო თუ არა დანაშაული პოლიტიკური მოტივით ჩადენილი?
- არ ვიცი ჩემო კარგო, მე რეზიკოსთან არ მილაპარაკია. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ, ვამტყუნებ ჩემ შვილს, მგელაძე არაფერ შუაში არ არის. რატომ ხდება გაღიზიანება ამას დიდი ფანტაზია არ სჭირდება.