წიწაკა კვერცხის სატენით

  05:50:05     27-05-2014

ინგრედიენტები: ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის 3 მაგარი ტიპის ყველი 300 გ კარაქი 100 გ კვერცხი 3 ნიორი 2 კბ კამა პილპილი
წიწაკებს ფრთხილად მოვაჭრათ თავები, ჩაის კოვზის დახმარებით გავასუფთავოთ თესლებისგან და დროებით გადავდოთ. კვერცხები მაგეად მოვხარშოთ და გავფცქვნათ. ყველი გავხეხოთ, დავუმატოთ დარბილებული კარაქი, დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი კამა, პილპილი გემოვნებით და კარგად ავზილოთ. წიწაკებში ჩავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ შუაში ცარიელი ადგილი დარჩეს კვერცხისთვის. წიწაკის შუაგულში ჩავდოთ მოხარშული კვერცხი, კარგად დავპრესოთ და 1-2 საათის განმავლობაში მაცივარში გავაცივოთ. შემდეგ წიწაკები თანაბარი ზომის რგოლებად დავჭრათ. სუფრასთან შეგვიძლია მივიტანოთ მაიონეზთან ან არაჟანთან ერთად.

იმისთვის, რომ წიწაკები უკეთ დაიჭრას, ისინი საჭრელ დაფაზე კვერცხის მხრიდან მოვათავსოთ და კარგად ალესილი დანით დავჭრათ.