კარამელიზებული ფორთოხალი - მზე
23:04:21     25-05-2014
ინგრედიენტები:
ფორთოხალი
4-6
შაქარი
600 გ
წყალი
300 მლ
შოკოლადი
200 გ
გარეცხილი ფორთოხლები დავჭრათ 5 მმ სისქის რგოლებად.
ქვაბში წყალი ავადუღოთ და 3-4 წუთით ჩავუშვათ დაჭრილი ფორთოხალი. შემდეგ წყალი გადავაქციოთ და ფორთოხლები დავწუროთ.
300 მლ წყალში გავხსნათ შაქარი და წამოვადუღოთ. ამ სიროპში ჩავყაროთ ფორთოხლები და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ფორთოხლის ქერქი გამჭვირვალე არ გახდება.
ფორთოხლის ნაჭრები ამოვიღოთ სიროპიდან და დავალაგოთ ცხაურზე, დაწურვის შემდეგ 100-120 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაშროთ 20-30 წუთი.
ამ ეტაპზე ფორთოხალი უკვე მზადაა და შეგვიძლია გამოვიყენოთ საჭმელად, კექსებში ან ჩაისთან მისაყოლებლად. დარჩენილი სიროფი ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ დესერტებზე მოსასხმელად ან ჩაისთვის.
ძალიან კარგია შოკოლადში ამოვლებულიც. შოკოლადი ორთქლზე გავადნოთ და ნახევრამდე ამოვავლოთ ფორთოხლის ნაჭრები. დავალაგოთ ქაღალდზე, ფოლგაზე ან სილიკონის საფენზე და გავაშროთ.