ქართველი ფოტოგრაფის წარმატება

  20:12:06     23-05-2014

ქართველი ფოტოგრაფის წარმატება. ახალგაზრდა შემოქმედის ნათია წულეისკირის ფოტომ National Geographic-ის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და ჟურნალის მაისის ნომერი დაიბეჭდა, რომელსაც მსოფლიოში 60 მილიონი მკითხველი ჰყავს. ფოტო , რომელიც საკვები პროდუქტებით არის შექმნილი ყოველთვიურ საკონკურსო რუბრიკაში – “თქვენი ფოტო”მოხვდა. ზამთრის პეიზაჟი ბროკოლის ღეროებით, ფიჭვის ტოტებით და ფქვილითაა შექმნილი.