ავარია თბილისში - დაღუპულია პოლიციელი

  12:33:47     21-05-2014

თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. ავარია ვარკეთილის ხიდებთან წუხელ მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. რაც შეეხება გადარჩენილ პოლიციელს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

ავარიის ფაქტს შს სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურთ. "ვადასტურებთ, რომ ავარია მოხდა, საქმე 276 მუხლის მე-5-ე ნაწილით მიმდინარეობს, დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბროთ",- უთხრეს "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროს პრესსამახურში.

გარდა ამისა უბედური შემთხვევა შეემთხვა ოზურგეთში პოლიციის თანამშრომელს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, მე-5 კლასელ ბავშვს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გიორგი ჯურკველიძე დაეჯახა. როგორც სოფელ მერიის საჯარო სკოლის დირექტორი ავთო კეჭაყმაძე აღნიშნავს, ბავშვი სკოლის წინ, ცენტრალურ გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა. ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე შს სამინისტროში განმარტეს, რომ პირი, რომელიც მანქანას ატარებდა, მათთან ხელშეკრულებით მუშაობს. მანქანა კი, არა საპატრულო ეკიპაჟის, არამედ სამსახურებრივია. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა .