ამერიკული ნამცხვარი

  11:46:18     17-02-2011

მასალა: კვერცხი – 1 ცალი, 120 გრამი – კარაქი ან მარგარინი, თეთრი შაქარი – 70 გრამი, ყავისფერი შაქარი – 70 გრამი, ვანილის შაქარი – 1 ჩაის კოვზი, 120-150 გრამი ფქვილი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა, ქიშმიში გემოვნებით.

 

ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი, დავამატოთ კვერცხი, შემდეგ ფქვილი სოდასთან ერთად და ქიშმიში. კოვზით ავიღოთ ცომი და მოვათავსოთ საცხობ ქაღალდზე. ვაცხოთ 20 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. თუ ნაკლებ ფქვილს დავამატებთ, ნამცხვარი უფრო თხელი გამოვა.