![შსს-მ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა შსს-მ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა](http://presa.ge/img/multimedia/a29896.jpg)
შსს-მ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
11:26:28     20-05-2014
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი
ჯგუფის 4 წევრი: ჯემალ გ, გაბრიელ მ, გიორგი ხ. და მინდია ბ. ყალბი ვალუტის
შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დაკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები წინასწარ შეთანხმებით ორგანიზებას უწევდნენ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ყალბი ვალუტის – აშშ-ს დოლარის კუპიურების შემოტანას, შემდგომი რეალიზების მიზნით. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მფლობელობაში არსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი აშშ-ს დოლარის 49 ერთეული კუპიურა – 4900 აშშ დოლარის ოდენობით – ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).