დიდ ბრიტანეთში ტურისტებს მუმიისგან დაიცავენ

  10:52:58     17-02-2011

ბრიტანეთის მუზეუმის მესვეურებმა ტურისტების მუმიის წყევლისაგან დაცვა გადაწყვიტეს. მუმიების უძველესი ნაშთები, რომლებიც ზოგიერთი ისტორიული მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილია, ახლა მნახველთა თვალისაგან დაფარული იქნება. ამის მიზეზი ეთიკური მოსაზრებები გახდა.

როგორც ცნობილი გამოცემა “Independent” წერს, ამის შესახებ გადაწყვეტილება, ამჯერად, ბრისტოლის საქალაქო მუზეუმის კურატორებმა მიიღეს.

 

მცირე ხნის წინ, მუმიების ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მაგრამ ახლა უკვე ყველა სარკოფაგი ნახევრად დახურულია. მუზეუმის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ამით პატივცემას გამოხატავენ გარდაცვლილთა მიმართ.

 

შესაბამისად, მუზეუმში დაცული მუმიების ნახვა ამის შემდეგ მხოლოდ ფოტოსურათებზე იქნება შესაძლებელი. მათ შესასწავლად კი სპეციალური ნათურის ანთება გახდება საჭირო. ფოტოებთან ახლოს წარწერები განთავსდა, რომელიც აფრთხილებს ექსპოზიციის სტუმრებს, რომ სუსტი ნერვების მქონენი, ამ პროცედურას ნუ ჩაატარებენ.

 

უკანასკნელ წლებში, ათზე მეტმა ბრიტანულმა მუზეუმმა უარი თქვა ადამიანის ნეშტის ნაშთების ღია დემონსტრირებისაგან. მაგალითად, მანჩესტერში მათ თეთრი ქაღალდები გადააფარეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მუმიების დაფარვის ინიციატივა გამოფენების მოყვარულთაგან არ მოდის. უბრალო დამთვალიერებლებს ისინი ყოველთვის ძალიან აინტერესებთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, მუზეუმების მესვეურებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ.