ვუპი გოლდბერგი ჟურნალისტებს გაუნაწყენდა
10:51:28     17-02-2011
მსახიობი ვუპი გოლდბერდი გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსზე” განაწყენდა. მისი პრეტენზია კი იმაში მდგომარეობს, რომ გაზეთმა სტატიაში, რომელიც “ოსკარის” შავკანიან მფლობელებს ეხებოდა, ჩამონათვალში არ მოიხსენია. ამის შესახებ გაბრაზებულმა ვუპიმ საკუთარი თოქ-შოუს, The View” – ს მსვლელობისას განაცხადა.
მასალა ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელების რასობრივ მრავალფეროვნებას ეხებოდა. ყველასათვის საყვარელი მსახიობის სიტყვებით, ის “სულის სიღრმემდე შეძრულია მომხდარით.” ვუპიმ ”ნიუ იორკ თაიმსის” ჟურნალისტების პროფესიონალიზმში ეჭვი შეიტანა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემის საქმიანობას “უხარისხო ჟურნალისტიკა” უწოდა.
ამასთანავე ისიც დააზუსტა, რომ ის არის ჰოლივუდის იმ 12 მსახიობს შორის, რომელთაც მიღებული აქვთ “ემიც,” “გრემიც,” “ტონიც” და “ოსკარიც.” ეს ჯილდოები, როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტელევიზიაში, მუსიკალურ ბიზნესში, თეატრსა და კინოში ყველაზე დიდ მიღწევებად ითვლება.
ვუპი გოლდბერგმა “ოსკარი” “ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის,” 1991 წელს მიიღო, “გრემით” და “ტონით” 1985 წელსაა დაჯილდოვებული, ხოლო “ემი” თავისი თოქ-შოუსათვის დაიმსახურა.