მეგრული აჯიკის მომზადება

  00:59:46     19-05-2014

აჯიკა (მწვანე)

ცხარე და ტკბილი მწვანე წიწაკა, ქინძი, ოხრახუშისა და ნიახურის გაფოთლილი ღეროები (ნორჩი), ცერეცო და ნიორი გავატარით ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ დავამატოთ დანაყილი ქინძის თესლი, ღვილის ძმარი, მარილი და კარგად ვურიოთ. მიღებული მასალა მოვათავსოთ ქილაში. ისე, რომ 0,75 შეავსოს, მოვუკრათ თავი და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას. ასეთი აჯიკის მომზადება სასურველია ოქტომბრის თვეში.

აჯიკა (წითელი)

ცხარე და ტკბილი წითელი წიწაკა გავარჩიოთ, თესლი გამოვაცალოთ და გავრეცხოთ. გაფოთლილი ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, ცერეცო, ნიახური, ნიორი, წიწაკასთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ დავამატოთ უცხო სუნელი, ზაფრანა, ხმელი ქინძი, მარილი. კარგად ავურიოთ,ჩავდოთ ქილებში,მოვუკრათ თავი და შევინახოთ.

წიწაკა: 500გრ

ბულგარული წიწაკა: 500გრ

ოხრახუში: 250გრ

ქინძი: 250გრ

ცერეცო: 250გრ

რეჰანი: 150გრ

ნიახური: 150გრ

ნიორი: 100გრ

სუნელი: 2 სუფრის კოვზი

ზაფრანა: 2 სუფრის კოვზი

ხმელი ქინძი: 2 სუფრის კოვზი

მარილი: გემოვნებით


წყარო: life.mediamall.ge