"ოჯახური" ქათმითა და კარტოფილით
05:30:54     17-05-2014
ინგრედიენტები:
* ქათამის ხორცი – 1 კგ;
* კარტოფილი – 2 კგ;
* სტაფილო – 0.5 კგ (სურვილისამებრ);
* ხახვი – 2-3 თავი;
* ნიორი – 2-3 კბილი;
* მაიონეზი ან არაჟანი – 3 სადილის კოვზი;
* ყველი – 200 გრ;
* მარილი,
* შავი პილპილი,
* დაფნის ფოთოლი,
* ზეთი
ინვენტარი – ქვაბი ბოსტნეულისა და ხორცის მოსახარშად; თუნუქის ფურცელი – ღუმელში შესაწვავად.
დრო: მოსამზადებლად – 30 წუთი; შესაწვავად – 30 წუთი;
მომზადების წესი
გათალეთ კარტოფილი და სტაფილო. დაჭერით მოზრდილი ზომის სეგმენტებად (ცოტა უფრო დიდზე, ვიდრე შემწვარი კარტოფილისთვის) და მოხარშეთ მარილიან და დაფნის ფოთლიან წყალში 10 წუთის განმავლობაში. გადაუწურეთ წყალი და გადაიტანეთ რაიმე სხვა ჭურჭელში. თუ მაშინვე ამზადებთ, პირდაპირ შეგიძლიათ მოათავსოთ ღუმელში შესადგმელ ფოდნოსზე, რომელსაც ცოტაოდენი ზეთი ექნება წინასწარ მოსხმული;
ქათმის თეთრი ხორცი ან ქათმის ბარკლები დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და ასევე მოხარშეთ მარილიან და დაფნის ფოთლიად წყალში 5 წუთით, ან სანამ ხორცი არ გათეთრდება. გადაუწურეთ წყალი და გადაიტანეთ ჯამში;
ხახვი გაარჩიეთ და დაჭერით რგოლებად ან სეგმენტებად;
მაიონეზში ან არაჟანში (უფრო მსუბუქი გამოვა არაჟნით) აურიეთ ცოტაოდენი წყალი, ისე, რომ საშუალო სისქის თხევადი მასა მიიღოთ. აურიეთ დაჭყლეტილი ნიორი;
აწყობა:
გაახურეთ ღუმელი 220 გრ-მდე;
კარტოფილი და სტაფილო (სურვილისამებრ) გაშალეთ ფოდნოსის ძირზე და ზემოდან მოაყარეთ ხორცი და ხახვი, შეეცადეთ თანაბრად გაანაწილოთ. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით;
შედგით ღუმელში და შეაწითლეთ. როცა შეწითლდება (ამისთვის გრილის რეჟიმი გამოიყენეთ) გამოიღეთ და მოაყარეთ ყველი და მოასხით ნივრიანი მასა;
შეაბრუნეთ ღუმელში და გადაიყვანეთ უფრო 200 გრ-ზე, თან გრილის რეჟიმი გამორთეთ. წესით 10 წუთში უკვე მზად უნდა იყვეს. თუ, ზემოდან მობრაწული გინდათ, ისევ შეგიძლიათ გრილი გამოიყენოთ.
გადაიტანეთ ლამაზ ლანგარზე, ან თავიდანვე შეწვით, ლამაზ თიხის ჭურჭელში.
დამატებითი ინფორმაცია
1. იმისათვის, რომ ხორცი მშრალი არ გამოვიდეს, შეგიძლიათ იგი მაიონეზისა და ნივრის მასაში ჩააბასტურმოთ (ამოსვაროთ) და ისე გადაიტანოთ ღუმელში გამოსაცხობ ჭურჭელში.
2. კარტოფილი და ხორცი შეგიძლიათ რამდენიმე საათით ადრე, ან სულაც წინა დღით მოხარშოთ და მაცივარში შეინახოთ. სუფრაზე მიტანის წინ კი შეწვავთ. ასე გაცილებით დაზოგავთ დროსა და ენერგიას მრავალ-კერძიანი სუფრების მომზადებისას.