როგორ მოვამზადოთ ლობიო საქონლის ხორცით?
00:53:09     16-05-2014
ინგრედიენტები:
• 300 გ ლობიო
• 1 კგ საქონლის ხორცი
• 2 წითელი ბულგარული წიწაკა
• 1 ს.კ. ტომატი
• 2 თავი ხახვი
• 3 კბ ნიორი
• 3 ს.კ. სოიოს სოუსი
• მარილი
• 2 დაფნის ფოთოლი
• 1 ჩ.კ. წითელი წიწაკა
• 1 ს.კ. ფქვილი
• 100 გ კარაქი
მომზადების წესი:
ლობიო გარეცხეთ, მოათავსეთ ღრმა ქვაბში, დაასხით 1 ლ წყალი, წამოადუღეთ და წყალი გადაღვარეთ. ისევ დაამატეთ წყალი (ამჯერად დაახლოებით 1,7 ლ), დაფნის ფოთლები, 3 კბ ნიორი (მთლიანად) და დადგით საშუალო ტემპერატურაზე. ხარშვის დროს ქვაბი ოდნავ თავმოხდილი უნდა იყოს. ნახევარი საათის შემდეგ დაამატეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი უცხიმო საქონლის ხორცი და გააგრძელეთ ხარშვა 2 საათის განმავლობაში. თუ სითხე ძალიან ჩაშრება, დაამატეთ ცოტა ადუღებული წყალი.
სანამ ხორცი და ლობიო იხარშება, დაჭერით ხახვი მსხვილად და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე. 3-4 წუთში დაამატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ტომატი, სოიოს სოუსი, წიწაკა, ფქვილი, კარაქი, 3 ს.კ. წყალი და გააგრძელეთ შუშვა კიდევ 5 წუთი დაბალ ტემპერატურაზე, თან მუდმივად ურიეთ.
მიღებული მასა ნელ-ნელა გადაიტანეთ ხორციან ქვაბში, კარგად მოურიეთ, შეაზავეთ მარილით, ერთხელ წამოადუღეთ და გადმოდგით გაზქურიდან.
წყარო: cacao.cp.ge