Soni Pictures-ი ედუარდ სნოუდენის შესახებ ფილმს გადაიღებს
17:22:33     15-05-2014
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, Soni Pictures Enterytainment-მა შეისყიდა „გარდიანის“ ჟურნალისტის, გლენ გრინვალდის მიერ ედუარდ სნოუდენის შესახებ დაწერილი წიგნის ეკრანიზაციის უფლება.
მომავალი ფილმის პროდიუსერები სავარაუდოდ, მაიკლ უილსონი და ბარბარა ბროკოლი იქნებიან, რომლებიც ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ორი ფილმის პროდიუსერები იყვნენ.
გამომცემლობა „ჰემიშ ჰამილტონის მიერ გამოცემული“ გლენ გრინვალდის მიერ სნოუდენის შესახებ დაწერილი წიგნი, „დასამალი ადგილი არსადაა“, ბაზარზე მხოლოდ სამშაბათს გამოვიდა.
მასში მოთხრობილია ვითარება, რომელიც წინ უსწრებდა სნოუდენის მიერ „გარდიანისთვის“ საიდუმლო დოკუმენტების გადაცემას და აგრეთვე, არის კიდევ ახალი საიდუმლო მასალები, რომლებიც „გარდიანში“ ჯერ არ გამოქვეყნებულა.