უკრაინის ხელისუფლებამ მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის წარმატების შესახებ განაცხადა
12:53:18     15-05-2014
უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ტურჩინოვმა, სლავიანსკთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის წარმატების შესახებ უმაღლესი რადას სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა პრორუსი სეპარატისტი ბოევიკების მიერ სლავიანსკში განლაგებული ბარიკადები გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიურო ავრცელებს.
„სრულიად გაწმენდილია სატელევიზიო ანძის გარშემო ხუთკილომეტრიანი ზონა“-განაცხადა ტურჩინოვმა. მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს კრამატორსკშიც, სადაც ოფიციალური კიევის წარმომადგენელმა ძალოვნებმა პრორუსი ბოევიკების ბაზა გაანადგურეს.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ დაუკონკრეტებია არის თუ არა, მსხვერპლი რომელიმე მხრიდან ან, არიან თუ არა, დაჭრილები.