სტაფილოს კრემ-სუპი ძირათი და ლურჯი ყველით

  01:02:13     15-05-2014

ინგრედიენტები: სტაფილო 4-5 ცალი, საშუალო ზომის ბულიონი 800 მლ ხახვი 1 ბეკონი 4 ნაჭერი ნაღები 10-20% 200 გ ობიანი ყველი 50 გ ძირა 1/2 ჩ.კ მარილი და პილპილი კარაქი 20 გ
გაასუფთავეთ და დაჭერით სტაფილო რგოლებად, მოშუშეთ კარაქში. დაამატეთ დაჭრილი ხახვი და კიდევ 5 წუთი შუშეთ.დაამატეთ მარილი, პილპილი და ძირა. შემდეგ ბულიონი დაასხით და 20 წუთი ხარშეთ.

ცალკე, მშრალ ტაფაზე შეწვით ბეკონის ნაჭრები და შეინახეთ. ხელის ბლენდერის დახმარებით ათქვიფეთ სტაფილოს სუპი, დაამატეთ ნაღები და გაანაწილეთ ღრმა თეფშებზე. ჩაამატეთ ლურჯი (იგივე ობიანი) ყველის პატარა კუბები და დაადეთ ბეკონის ნაჭერი.