ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა

  16:37:40     14-05-2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. 

სხდომის გადაწყვეტილებით, 26 მაისს საქართველოს თორმეტივე თვითმმართველ ქალაქში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, რომელთაც საერთო ფინალი ექნებათ. რაც შეეხება დედაქალაქს, თავისუფლების მოედანზე შედგება ფიცის დადების ცერემონია.