რას ჰყვება მამუკა ხერხეულიძის დაჭრის შესახებ "ანტრეს" მენეჯერი?
16:28:33     14-05-2014
"პრესა.ჯი"-მ პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე "ანტრეში" მომხდარი დაჭრის
შესახებ ობიექტის მენეჯერი ნათია სტრიჟაკი ჩაწერა.
კაფის მენეჯერი აცხადებს, რომ მათ 3-4 გასროლის ხმა გაიგეს.
ნათია სტრიჟაკი: ინცინდენტი, რამდენიმე საათის წინ,დღის პირველ ნახევარში მოხდა. მწერალი მამუკა ხერხეულიძე ინცინდენტისას მარტო იმყოფებოდა.
"პრესა.ჯი": რამდენნი იყვნენ თავდამსხმელები?
- ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი ადამიანი იყო, არ დამინახავს. სავარაუდოდ, 3-4–ჯერ გაისროლეს.
- სათვალთვალო კამერები არის დამონტაჟებული "ანტრეში"?
- კაფის შიგნით კი, არის დამონტაჟებული, თუმცა ვერანდაზე, სადაც დაჭრეს ეს პიროვნება, როგორც ვიცი, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა.
- იყო პოლიცია მოსული და დაიკითხნენ თვითმხილველები?
- პოლიცია მალევე მოვიდა, დაიკითხნენ თვითმხილველებიც.
"პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, მწერალ მამუკა ხერხეულიძეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ამ წუთებშიც უტარდება. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. როგორც "პრესა.ჯი"-ს კლინიკაში უთხრეს, პაციენტს ძვლების მოტეხილობები აღენიშნება ბარძაყისა და წვივის არეში.