იდეალური საზაფხულო ტარტი ბევრი ხილით
01:34:22     13-05-2014
ამ ტარტის მთავარი ღირსება ბევრი ხილია - მარწყვი და ჟოლო. არც
კრემის მომზადება სჭირდება, მხოლოდ ფხვიერი ძირი უნდა გამოაცხოთ. შეარჩიეთ
როგორც მსხვილი, ისე წვრილი, სურნელოვანი მარწყვი. აუცილებლად დაამატეთ
ჟოლოც, რადგან მის გარეშე ის აღარ არის რაც საჭიროა. ხილი აუცილებლად
ბევრი უნდა იყოს, რომ კარგად დაფაროს ტარტი.
ინგრედიენტები: ფქვილი 500 გ კარაქი 200 გ შაქარი 250 გ კვერცხი 2 არაჟანი 1 ჩ.კ გულსართი: არაჟანი 80 გ მარწყვი ჟოლო წითელი ხილის მურაბა ან ჯემი 300 გ ჟელატინი 1 - 1.5 ს.კ (ან ინსტრუქციის მიხედვით)
1 დიდი ტარტისთვის:
ცომის ინგრედიენტები ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ყველაფერი ჩაყარეთ დიდ თასში და ხელით ასრისეთ, ან მძლავრი მიქსერით აურიეთ. ცომი 30 წუთი მაცივარში შეინახეთ.
მოზრდილ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი. ან ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ჩააფინეთ ცომი, ამოიყვანეთ გვერდებზეც. დაჩხვლიტეთ ჩანგლით, ზემოდან დაადეთ ფოლგის ნაჭერი და მოაყარეთ ლობიო, ბრინჯი ან სხვა მარცვლეული. ეს იმისთვის, რომ ცომი არ ამოიწიოს. 180 გრადუსზე 20-30 წუთი გამოაცხეთ
ამასობაში მოამზადეთ ჟელე: გამოიყენეთ სპეციალური სწრაფადმოსამზადებელი პაკეტის ჟელეები ან მოამზადეთ თავად: ჯემი საწურში გაატარეთ. თუ სქელია 50 მლ წყალი დაამატეთ. ჟელატინი დაალბეთ, გაწურეთ ზედმეტი წყლისგან და შეურიეთ ჯემს. დაბალ ცეცხლზე გაათბეთ, სანამ ჟელატინი მთლიანად არ გადნება.
გამომცხვარ, გაციებულ ცომა წაუსვით სქელი არაჟანი (ან საცერში გატარებული ხაჭო, ნადუღი) და დაალაგეთ ჯერ მსხვილი მარწყვები წვერებით ზემოთ. ცარიელი ადგილები შეავსეთ ჟოლოთი, ზემოდან კი წვრილი მარწყვი დაამატეთ. ზემოდან ფუნჯით გადაუსვით ჟელე და მაცივარში შედეთ რამდენიმე საათით.