კარლა ბრუნი იტალიურად ამღერდება

  11:03:24     16-02-2011

საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლემ, ყოფილმა მოდელმა და მომღერალმა კარლა ბრუნიმ გადაწყვიტა, ერთერთი ყველაზე პატრიოტული ფრანგული სიმღერა “Douce France” შეასრულოს.
კარლა, ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებს თავის მშობლიურ, იტალიურ ენაზე იმღერებს. თუმცა, კომპოზიციის ნაწილი ფრანგულად შესრულდება. როგორც ცნობილია, სიმღერა 1943 წელს შარლ ტრენემ დაწერა. ის მაშინვე გახდა წინააღმდეგობის მოძრაობის და გერმანულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო.

საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, ფრანგების 60 პროცენტს ძალიან უყვარს ეს სიმღერა.

ძველი ჰიტი, კარლა ბრუნის მორიგ, რიგით მეოთხე ალბომში შევა. ალბომში შემავალი სიმღერების უმრავლესობის ტექსტის და მუსიკის ავტორი თავად პირველი ლედია.