ბეზეს ტორტი თხილით და ლიმონის კრემით

  01:28:47     12-05-2014

ინგრედიენტები: დაფქული თხილი 160 გ შაქრის პუდრი 60 გ კვერცხის ცილა 6 კრემი: ლიმონი 1 შაქარი 160 გ რძე 500 მლ კვერცხის გული 6 ნაღები 35 % 250 მლ +40 მლ შოკოლადი 60 გ კონიაკი 1 ს.კ სახამებელი 4 ს.კ
შევურიოთ დაფქული თხილი და შაქრის პუდრა.
ცილები ავთქვიფოთ კარგად და სამ ეტაპად შევათქვიფოთ თხილიანი შაქარი.
ღუმელის ტაფას ზომით 38*38სმ დავაფინოთ საცხობი ქაღალდი. გადავიტანოთ ბეზე და 1 სმ სიმაღლეზე მოვასწოროთ. გამოვაცხოთ 175 გრადუსზე, დაახლოებით 25-30 წუთი.
გაგრილების შემდეგ ქაღალდი მოვაცილოთ და ბისკვიტი გავყოთ 2-3 ნაწილად. ან მრგვალი ფორმით ამოვჭრათ 2 ფირფიტა (20 სმ დიამეტრით). დარჩენილი ნაწილებით შეგვიძლია ზემოდან მოვრთოთ.
კრემი:
კვერცხის გულები და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ რძე, ცედრა და სახამებელი. მიღებული მასა დაბალ ცეცხლზე დადგით და გამუდმებული მორევით შეასქელეთ. არ უნდა ადუღდეს.
გადმოდგით, დაამატეთ ლიმონის წვენი და გააციეთ.
ათქვიფეთ ნაღები ნაზი კრემის კონსისტენციამდე და შეურიეთ გაციებული კრემი.

40 მლ ნაღები გააცხელეთ და ჩაადნეთ შოკოლადი. გააციეთ, დაამატეთ კონიაკი.
წაუსვით ფირფიტებს და შედეთ მაცივარში გასამაგრებლად. 1 ფირფიტა ჩავდოთ გვერდებმოსახსნელ ფორმაში ან სპეციალურ რგოლში, წავუსვათ კრემი, დავადოთ მეორე ფირფიტა და კვლავ კრემით დავფაროთ. ზემოდან მოვრთოთ ბეზეს ნაფხვენებით. და 1 ღამე მაცივარში გავაჩეროთ.